კომპიუტერული ტომოგრაფია, (კტ) არის არაინვაზიური, უმტკივნეულო დიაგნოსტიკური საშუალება, რომელიც გამოიყენება შინაგანი ორგანოების ვიზუალიზაციისთვის. კომპიუტერული ტექნოლოგიების გაუმჯობესებასთან ერთად ჩთ დაიხვეწა და დღესდღეობით ყველაზე მნიშვნელოვანი და სწრაფი დიაგნოსტიკური მეთოდია. ჩთ აბსოლუტური სიზუსტით ახდენს პათოლოგიურად შეცვლილი არის, ორგანოსა და ორგანოთა სისტემის ვიზუალიზაციას; სხეულის სხვადასხვა შრეობრივ ჭრილში ავლენს ორგანოს ანატომიური დეტალების მდგომარეობას, რაოდენობას, ფორმას, სიმკვრივე, ზედაპირის ხასიათს, მეზობელ ორგანოებთან დამოკიდებულებას.


