რა არის გრიპის ვაქცინა?
გრიპის ვაქცინა არის მკურნალობა, რითაც შეიძლება დავიცვათ საკუთარი თავი გრიპის ვირუსით დაავადებისაგან.
გრიპის ვირუსს შეუძლია გამოიწვიოს ტემპერატურა, ხველა,კ უნთების ტკივილი და სხვა სიმპტომები. არსებობს გრიპის ვირუსის სხვადასხვა ფორმები, ესენია:
- სეზონური გრიპი,
- H1N1 პანდემია (რომელსაც ღორის გრიპსაც უწოდებდნენ) და
- ფრინველის გრიპი. ყველა ტიპის გრიპის გამომწვევი ვირუსია. სამედიცინო ტერმინოლოგიით მას ეწოდება ,,გრიპი’’.
ვის უნდა ჩაუტარდეს ვაქცინაცია?
სასურველია, ვაქცინაცია 6 თვეს გადაცილებულ ყველა ადამიანს ჩაუტარდეს. განსაკუთრებით პრიორიტეტული ჯგუფებია:
- 5 წლამდე (განსაკუთრებით – 2 წლამდე) ასაკის ბავშვები;
- 65 წელს გადაცილებულები;
- ორსულები;
- ქრონიკულად მოავადენი (ასთმა, ფილტვების, გულის, თირკმლის, ღვიძლის, ენდოკრინული სისტემის დაავადებები);
- ნერვული სისტემის დარღვევათა მქონე პირები (ცერებრული დამბლა, ეპილეფსია, ინსულტი, გონებრივი უნარშეზრუდულობა, კუნთოვანი დისტროფია);
- ადამიანები, რომლებსაც აღენიშნებათ ანემია, იმუნოდეფიციტი (შიდსი, კიბო), ჭარბი წონა (სხეულის მასის ინდექსი აღემატება 40-ს);
- ჯანდაცვის მუშაკები, მათ შორის – ხანში შესულთა და უნარშეზღუდულთა მომვლელები.
საუკეთესო დრო ვაქცინაციისათვის
ყველაზე საუკეთესო დრო ვაქცინაციისათვის არის ზამთრის დასაწყისი. მსოფლიოში ჭათვის საუკეთესო დროა ოქტომბერი-ნოემბერი სამხრეთის ქვეყნებში ვაქცინაციისათვის საუკეთესო დროა მაისი.
რატომ უნდა ჩავიტარო ვაქცინაცია?
ვაქცინაცია გვიცავს დაავადებისაგან. თუ თქვენ ხართ ვაქცინირებული და მაინც დაავადდით გრიპის ვირუსით, ვაქცინა ამ შემთხვევაშიც გიცავთ გრიპის მძიმე და სასიკვდილო ფორმისაგან.
მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ ვაქცინაცია უეფექტოა, იმიტომ რომ ისინი იცნობენ ადამიანებს, რომელთაც ჩაუტარდათ ვაქცინაცია მაგრამ მაინც დაავადდნენ გრიპის ვირუსით. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს ვაქცინაცია უეფექტოა.
გრიპის ვირუსის ვაქცინის სხვადასხვა ფორმები :
• ვაქცინა რომელიც კეთდება კუნთში (როგორც წესი,მხრის ზედა ნაწილში)
• ვაქცინაცია კანში
• ნაზალური სპრეი
რა გვერდითი ეფექტები აქვს გრიპის ვაქცინას?
• ლოკალურად , ვაქცინაციის ადგილას კანის სიწითლე, ზომიერი შეშუპება, ან მტკივნეულობა
• ზომიერი ცხელება
• იშვიათი გამონაყარი
• თავის და კუნთების ტკივილი.